აღმოაჩინე ქართული ჩაის ნატურალური გემო და არომატები!

რატომ ვყინავთ ჩაის სად შევიძინო
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის - გაყინული ფოთლების ჩაი

გაყინული ფოთლების ჩაი

სრულიად ახალი გამოცდილება

Freeze Tea მზადდება მდიდარი სურნელის მქონე ახლადმოკრეფილი ჩაის ფოთლების, სამკურნალო მცენარეებისა და ტყის ველური ხილის შოკური გაყინვის უახლეს ტექნოლოგიასთან შერწყმით. ახალი სახეობის ჩაი სრულიად ცვლის ჩაის ინდუსტრიას.

მარტივად რომ ვთქვათ, ტრადიციული მეთოდოთ გამშრალი და შრობის შედეგად შემცირებული კვებითი ღირებულებების მქონე ჩაის ნაცვლად, ახალი პროცესი გვთავაზობს უკეთესი გემოსა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ალტერნატივას.

დაუჯერებელი არომატისა და გემოს, ჯანსაღი, საოცარი სიამოვნების მომგვრელი სამი სხვადასხვა სახეობის ჩაის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი თავდაპირველად, ესენია მწვანე ჩაი, წითელი ჩაი და წითელი ჩაი და ველური მოცვი.

უმაღლესი ხარისხი

უმაღლესი ხარისხის ნედლეული, იკრიფება ხელით საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში.

ნატურალური

უნიკალური, ცოცხალი გემო და არომატები.

ჯანსაღი

ანტიოქსიდანტების მდიდარი შემცველობა.

პრიზიორი

ეგზოტიკურობისთვის, ანტიოქსიდანტების სიუხვისთვის და ინოვაციუირი "Know-How -სთვის" დაჯილდოვებული.

ცვლილების მომტანი

მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის მიერ ადგილბრივი ნედლეულით და მდგრადობის პრინციპების დაცვით დამზადებული ჩაი.

ჩაის ახალი გემო და არომატები

პირველი რასაც გაყინული ფოთლების ჩაიში შენიშნავთ არის ცოცხალი და მდიდარი არომატი, დამამშვიდებელი და სასიამოვნო.

მწვანე ჩაი

Camellia Sinensis-ის ნედლი ფოთლებისგან დამზადებული მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტების შემცველობით. ახასიათებს მცენარეული არომატი და გემო, რომელსაც თან დაჰყვება მსუბუქი, მწვანე ბალახოვანი ნოტები.

წითელი ჩაი

Camellia Sinensis-ის ნახევრად ფერმენტირებული ფოთლებისგან დამზადებულ, ანტიოქსიდანტებით მდიდარ წითელ ჩაის აქვს მეწამული ფერი და გამოირჩევა ხილისა და კომშის არომატებით.

წითელი ჩაი და ველური მოცვი

ველური მოცვის მარცვლებისა და Camellia Sinensis-ის ნახევრად ფერმენტირებული ფოთლების შერწყმით მიღებული გემო, ხილისა და კენკრის არომატით მდიდარი, სახასიათო სურნელების ჩაი.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახლადმოკრეფილი ჩაის ფოთლები, ხილი და სამკურნალო მცენარეები მოკრეფიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყებენ საგემოვნო თვისებებისა და ჯანსაღი ნივთირებების კარგვას. რაც ყველზე საყურადღებოა, ჩაის ფოთლებში არსებული ძლიერი ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებები, კატექინები (ანტიოქსიდანტები), რომელთაც ხშირად უკავშირებენ სხეულში ანთების შემცირებას, კანის დაბერების შენელებას, წონის კლების ხელშეწყობას და გულისა და ტვინის დაავადებების თავიდან აცილებას, ჩაის ფოთლების დაკრეფისთანავე იწყებენ შემცირდებას. ჩაის ტრადიციული მეთოდით დამზადებისას და მის მაღალ ტემპერატურაზე შრობისას ეს თვისებები კიდევ უფრო დეგრადირდება და ძლიერ აზიანებს ჩაის კვებით ღირებულებას.

გაყინული ფოთლების ჩაის მისაღებად და ჯანსაღი შემცველობის შესანარჩუნებლად, Freeze Tea-ს ნედლეული მოკრეფიდან რამდენიმე საათის შემდეგ მუშავდება და სპეციაულური ტექნოლოგიით იყინება. რაც შესაძლებლობას გვაძლევს ჩაის ფოთლების, ხილისა და სამკურნალო მცენარეების ყველა შესაძლო სასარგებლო რესურსი და ნატურალური საგემოვნო თვისება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

2020 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მწვანე Freeze Tea-ს საშუალოდ ჰქონდა 2.1-ჯერ მეტი კატექინი (ანტიოქსიდანტი) ვიდრე იმავე ჩაის პლანტაციიდან ტრადიციული გზით დამზადებულ მწვანე ჩაის. უახლესი პროდუქტების ლაბორატორიული ტესტების შედეგები კი 2021 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.

Freeze Tea-ს ყიდვა შეგიძლიათ

• დიღმის ფილიალი - ფარნავაზ მეფის გამზ. 1, თბილისი.

• საბურთალოს ფილიალი (სითი მოლი) – პეტრე ქავთარაძის ქ. 1, თბილისი.

— გაყინული პროდუქტების სექციაში

გაყინული ფოთლების ჩაის მომზადების წესი

* ყოველთვის უმჯობესია რძის გარეშე დამზადდეს.

ნედლეულის მოპოვება

ჩვენ გვჯერა მდგრადობის პრინციპების, Freeze Tea-ს გუნდი ნედლეულს იბარებს ეკოლოგიურად დაუბინძირებელ გარემოში მოქმედი ადგილობრივი მეწარმეებისგან და შემგროვებლებისგან.

Freeze Tea-სთვის უმაღლესი ხარისხის დუყი ფოთლების მოსაპოვებლად ჩვენ ვთანამშრომლობთ მდგრადობის პრინციპების დაცვით მომუშავე ჩაის მწარმოებლებთან იმერთში, გურიასა და სამეგრელოში.

ველური მოცვი გროვდება მაღალმთიანი იმერეთისა და აჭარის დაუმუშავებელ და ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში.

Freeze Tea-ს გუნდი მიზნად ისახავს, რომ 2023 წლისთვის საკუთარი სრული ღირებულებათა ჯაჭვი იყოს ბიოსერტიფიცირებული.

კომპანია

შპს „ფრიზ თი“ დაბა ხარაგაულში არის დაფუძნებული. 2012 წლიდან, მისი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ხილის შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე.

წლების განმავლობაში სწორ პროდუქტებზე ორიენტირებამ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მუშაობამ, მდგრადობის პრინციპების დაცვამ და ბიოსერტიფიცირებით დაინტერესებული ფერმერებისა და შემგროვებლების ზრდამ, კომპანიის გუნდს შესაძლებლობა მისცა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე მზარდად გაეტანა ევროკავშირში, ა.შ.შ.-ში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში.

ამჯერად, კომპანია ამზადებს სრულიად ახალი სახეობის ჩაის - გაყინული ფოთლების ჩაის.

შპს „ფრიზ თის“ გუნდი ორიენტირებულია ტრადიციული, მაღალი ხარისხის სასოფლო პროდუქტების წარმოების აღდგენაზე და გლობალური ბაზრისთვის მისი ახლებური სახით შეთავაზებაზე.

კორპორაციული პასუხისმგებლობა

ნედლეულის მოსაპოვებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით Freeze Tea-ს გუნდი მიზნად ისახავს საქართველოში მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების ხელშეწყობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არის სტაგნაციაში.

ნედლეულის მოპოვებისას თუ გაყინული ფოთლების ჩაის წარმოებისას, კომპანია ასაქმებს იმ რეგიონების მოსახლეებს, საიდანაც დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობის გამო მიგრაცია არის ძალიან მაღალი.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ გვსურს გავზარდოთ ჯანსაღი და ნატურალური სასოფლო პროდუქტების ხელმისაწვდომობა.

მუდმივი მხარდაჭერისთვის Freeze Tea-ს გუნდი დიდ მადლობას უხდის:

დაგვიკავშირდით

Freeze Tea-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

მისამართი 1: 58 სოლომონ მეფის ქ. 5600 ხარაგაული, საქართველო.

მისამართი 2: 17 ვაჟა ფშაველას გამზ.., 0160 თბილისი, საქართველო.

Tel: + 995 599 848 377.

E-mail: info@freezetea.ge

Facebook Page:

© 2019 FREEZE TEA. All Rights Reserved. Hosted by EURO-SPACE Business Web Hosting