![]() |
გაყინული ფოთლების ჩაი
|
![]() უმაღლესი ხარისხიუმაღლესი ხარისხის ნედლეული, იკრიფება ხელით საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში. |
![]() ნატურალურიუნიკალური, ცოცხალი გემო და არომატები. |
![]() ჯანსაღიანტიოქსიდანტების მდიდარი შემცველობა. |
![]() პრიზიორიეგზოტიკურობისთვის, ანტიოქსიდანტების სიუხვისთვის და ინოვაციუირი "Know-How -სთვის" დაჯილდოვებული. |
![]() ცვლილების მომტანიმაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის მიერ ადგილბრივი ნედლეულით და მდგრადობის პრინციპების დაცვით დამზადებული ჩაი. |
პირველი რასაც გაყინული ფოთლების ჩაიში შენიშნავთ არის ცოცხალი და მდიდარი არომატი, დამამშვიდებელი და სასიამოვნო.
![]() |
![]() |
![]() |
მწვანე ჩაიCamellia Sinensis-ის ნედლი ფოთლებისგან დამზადებული მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტების შემცველობით. ახასიათებს მცენარეული არომატი და გემო, რომელსაც თან დაჰყვება მსუბუქი, მწვანე ბალახოვანი ნოტები. |
წითელი ჩაიCamellia Sinensis-ის ნახევრად ფერმენტირებული ფოთლებისგან დამზადებულ, ანტიოქსიდანტებით მდიდარ წითელ ჩაის აქვს მეწამული ფერი და გამოირჩევა ხილისა და კომშის არომატებით. |
წითელი ჩაი და ველური მოცვიველური მოცვის მარცვლებისა და Camellia Sinensis-ის ნახევრად ფერმენტირებული ფოთლების შერწყმით მიღებული გემო, ხილისა და კენკრის არომატით მდიდარი, სახასიათო სურნელების ჩაი. |
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახლადმოკრეფილი ჩაის ფოთლები, ხილი და სამკურნალო მცენარეები მოკრეფიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყებენ საგემოვნო თვისებებისა და ჯანსაღი ნივთირებების კარგვას. რაც ყველზე საყურადღებოა, ჩაის ფოთლებში არსებული ძლიერი ბიოლოგიურად აქტიური ნივთირებები, კატექინები (ანტიოქსიდანტები), რომელთაც ხშირად უკავშირებენ სხეულში ანთების შემცირებას, კანის დაბერების შენელებას, წონის კლების ხელშეწყობას და გულისა და ტვინის დაავადებების თავიდან აცილებას, ჩაის ფოთლების დაკრეფისთანავე იწყებენ შემცირდებას. ჩაის ტრადიციული მეთოდით დამზადებისას და მის მაღალ ტემპერატურაზე შრობისას ეს თვისებები კიდევ უფრო დეგრადირდება და ძლიერ აზიანებს ჩაის კვებით ღირებულებას.
გაყინული ფოთლების ჩაის მისაღებად და ჯანსაღი შემცველობის შესანარჩუნებლად, Freeze Tea-ს ნედლეული მოკრეფიდან რამდენიმე საათის შემდეგ მუშავდება და სპეციაულური ტექნოლოგიით იყინება. რაც შესაძლებლობას გვაძლევს ჩაის ფოთლების, ხილისა და სამკურნალო მცენარეების ყველა შესაძლო სასარგებლო რესურსი და ნატურალური საგემოვნო თვისება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.
2020 წლის ოქტომბერში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მწვანე Freeze Tea-ს საშუალოდ ჰქონდა 2.1-ჯერ მეტი კატექინი (ანტიოქსიდანტი) ვიდრე იმავე ჩაის პლანტაციიდან ტრადიციული გზით დამზადებულ მწვანე ჩაის. უახლესი პროდუქტების ლაბორატორიული ტესტების შედეგები კი 2021 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.
![]() |
• დიღმის ფილიალი - ფარნავაზ მეფის გამზ. 1, თბილისი. • საბურთალოს ფილიალი (სითი მოლი) – პეტრე ქავთარაძის ქ. 1, თბილისი. — გაყინული პროდუქტების სექციაში |
![]() |
* ყოველთვის უმჯობესია რძის გარეშე დამზადდეს. |
ჩვენ გვჯერა მდგრადობის პრინციპების, Freeze Tea-ს გუნდი ნედლეულს იბარებს ეკოლოგიურად დაუბინძირებელ გარემოში მოქმედი ადგილობრივი მეწარმეებისგან და შემგროვებლებისგან.
Freeze Tea-სთვის უმაღლესი ხარისხის დუყი ფოთლების მოსაპოვებლად ჩვენ ვთანამშრომლობთ მდგრადობის პრინციპების დაცვით მომუშავე ჩაის მწარმოებლებთან იმერთში, გურიასა და სამეგრელოში.
ველური მოცვი გროვდება მაღალმთიანი იმერეთისა და აჭარის დაუმუშავებელ და ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში.
Freeze Tea-ს გუნდი მიზნად ისახავს, რომ 2023 წლისთვის საკუთარი სრული ღირებულებათა ჯაჭვი იყოს ბიოსერტიფიცირებული.
შპს „ფრიზ თი“ დაბა ხარაგაულში არის დაფუძნებული. 2012 წლიდან, მისი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ხილის შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე.
წლების განმავლობაში სწორ პროდუქტებზე ორიენტირებამ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მუშაობამ, მდგრადობის პრინციპების დაცვამ და ბიოსერტიფიცირებით დაინტერესებული ფერმერებისა და შემგროვებლების ზრდამ, კომპანიის გუნდს შესაძლებლობა მისცა საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე მზარდად გაეტანა ევროკავშირში, ა.შ.შ.-ში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში.
ამჯერად, კომპანია ამზადებს სრულიად ახალი სახეობის ჩაის - გაყინული ფოთლების ჩაის.
შპს „ფრიზ თის“ გუნდი ორიენტირებულია ტრადიციული, მაღალი ხარისხის სასოფლო პროდუქტების წარმოების აღდგენაზე და გლობალური ბაზრისთვის მისი ახლებური სახით შეთავაზებაზე.
ნედლეულის მოსაპოვებლად ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით Freeze Tea-ს გუნდი მიზნად ისახავს საქართველოში მაღალი ხარისხის ჩაის წარმოების ხელშეწყობას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არის სტაგნაციაში.
ნედლეულის მოპოვებისას თუ გაყინული ფოთლების ჩაის წარმოებისას, კომპანია ასაქმებს იმ რეგიონების მოსახლეებს, საიდანაც დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობის გამო მიგრაცია არის ძალიან მაღალი.
ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ გვსურს გავზარდოთ ჯანსაღი და ნატურალური სასოფლო პროდუქტების ხელმისაწვდომობა.
Freeze Tea-ს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
მისამართი 1: 58 სოლომონ მეფის ქ. 5600 ხარაგაული, საქართველო.
მისამართი 2: 17 ვაჟა ფშაველას გამზ.., 0160 თბილისი, საქართველო.
Tel: + 995 599 848 377.
E-mail: info@freezetea.ge
Facebook Page:
© 2019 FREEZE TEA. All Rights Reserved. Hosted by